რამდენი ქორწინების და განქორწინების შემთხვევა იყო სამცხე-ჯავახეთში
2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა. ამის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სამცხე-ჯავახეთში 409 ქორწინება და 152 განქორწინება მოხდა, თუმცა სხვა რეგიონებთან შედარებით, ეს ციფრი ორივე შემთხვევაში დაბალია.
გთავაზობთ ქორწინებების და განქორწინებების რაოდენობებს რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 2 935 ქორწინება დარეგისტრირდა, 2 298 კი განქორწინება;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1 002 ქორწინება, 550 განქორწინება;
გურია - 263 ქორწინება, 210 განქორწინება;
იმერეთი - 1 522 ქორწინება, 1 091 განქორწინება;
კახეთი - 786 ქორწინება, 471 განქორწინება;
მცხეთა-მთიანეთი - 182 ქორწინება, 100 განქორწინება;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83 ქორწინება, 59 განქორწინება;
სამეგრელო და ზემო სვანეთი - 893 ქორწინება, 834 განქორწინება;
ქვემო ქართლი - 1 205 ქორწინება, 676 განქორწინება;
შიდა ქართლი - 644 ქორწინება , 418 განქორწინება.