ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, დადეში, მიასნიკიანი, ფილიპოვკა და მიმდებარე სოფლებში;
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.