პირადობა ბინაზე 11 819-მა მოქალაქემ მიიღო
1-ლი იანვრიდან 2 სექტემბრის პერიოდში ელექტრონული პირადობა ადგილზე მომსახურებითა და სამედიცინო ცნობის საფუძველზე 11 819-მა მოქალაქემ მიიღო.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პირის სახელზე პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადგილზე მომსახურების საფასური 130 ლარს შეადგენს.
ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.
„აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით/ცნობით. ადგილზე მომსახურებაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. ამასთან, დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული მომსახურების მიმღებ პირთა ასაკი“, - ამბობენ სამინისტროში.