სად გაითიშება შუქი სამცხე-ჯავახეთში (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში თამარ მეფის, ნათენაძის, სულხან საბას, ნებიერიძის და მიმდებარე ქუჩებზე;
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 11:00-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ორლოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, დერცელი, ზედუბანი, ციხისუბანი, უტყისუბანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.