ადიგენსა და ასპინძაში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ბოლაჯური, ვარხანი, აბასთუმანი, ხევაშენი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე კი აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფელ ტილოშში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.