სამცხე-ჯავახეთში, რომელ დასახლებებს გაეთიშება ელექტროენერგია (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, ჩორჩანი, ზარზმა, დერცელი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე კი აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, მერენია, ბეჟანო, ალათუმანი, კოჩიო, დიდი სამსარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.