რომელია საქართველოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი
საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 64.6 კაცია 1 კვ. კმ-ზე. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები, რომელიც 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. შედარებისთვის, 2023 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 65.3 კაცი იყო; 2022 წელს - 64.5 კაცი.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2,495.9 კაცია, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 125.2 კაცია, მას მოსდევს - შიდა ქართლი 71.2 კაცით. ამ უკანასკნელს მცირედით ჩამორჩება იმერეთი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 68.9 კაცს შეადგენს.
როგორია ეს მონაცემები რეგიონების მიხედვით:
ქვემო ქართლი - 67.7 კაცი;
გურია - 50.1 კაცი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 38.5 კაცი;
კახეთი - 26.4 კაცი;
სამცხე-ჯავახეთი - 22.2 კაცი;
მცხეთა-მთიანეთი - 16.5 კაცი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.7 კაცი.