ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესებში -საჯარო ლექცია ახალციხეში
რა საერთაშორისო შესაძლებლობები არსებობს ახალგაზრდებისთვის, რატომაა დემოკრატია მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისათვის, ასევე როგორ შეგვიძლია ჩვენი ჩართულობით ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარების პროცესებს - თემაზე ახალციხეში საჯარო ლექცია გაიმართება.
საჯარო ლექციას გამართავს და ჩართულობის კუთხით საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ მომღერალი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე.
ლექცია გაიმართება 27 სექტემბერს 17:00 საათზე "კანტორა 19-ში". ადგილზე მისულ დაინტერესებულ პირებს დაგხვდებათ მხიარული ვიქტორინა, სამაგიდო თამაშები და საჩუქრები.
ღონისძიება ხორციელდება ფუნდამენტური თავისუფლებების ფონდის (FFF) მხარდაჭერით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia-ს ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამის - NEOS Initiative ფარგლებში.