ახალქალაქში სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს
ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს.
ღონისძიება უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან.