"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი
"ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ რაიონს, სასმელი წყლით არალიცენზირებული იურიდიული პირები ამარაგებენ" - ამის შესახებ, წერია სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილში, რომელიც “გახარია საქართველოსთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მიიღო.
ამაზე, სოფიო ხორგუანმა დღეს, ახალციხეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ახალციხის მერიას, საკრებულოს, განათლების სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ოფიციალურად მას შემდეგ მიმართა, როცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი შეამოწმა და გამოავლინა, რომ აღებული 9 სინჯიდან 64% კანონით დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
"გახარია - საქართველოსთვის" წარმომდგენლის თქმით, საკრებულოდან და მერიიდან მიღებულ წერილებში წერია, რომ მერიის ა(ა)იპი - წყალმომარაგება და წყალარინება ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მის მუშაობაში პრობლემა არ იკვეთება. სემეკი კი წერს, რომ რადგან ა(ა)იპი არალიცენზირებულია, მის საქმიანობას ვერ არეგულირებენ.
"ეს რას ნიშნავს, რომ მოსახლეობისათვის წყლის მიწოდებას ახორციელებენ კომპანიები, რომლებიც არ კონტროლდებიან შესაბამისად. ძალიან მძიმეა ეს მდგომარეობა განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან წყლით მოსახლეობას ის კომპანიები ამარაგებენ, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, რომელიც არის სავალდებულო და აუცილებელი"- ამბობს სოფიო ხორგუანი.
არალიცენზირებული იურიდიული პირის მიერ, მოსახლეობის წყლით მომარაგება რომ გამოწვევაა, ეს სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნაშიც წერია. სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს, რაც ახალი მოწვევის პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააინფიციროს.