სად გაითიშება შუქი სამცხე-ჯავახეთში(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში ფალიაშვილის, რუსთაველის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე;
ასევე, 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, ბალხო, კოთელია, ზაკვი, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან19:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნიალა, გავეთი, ფანაქეთი, ყარაბულაღი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:30 საათამდე კი აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, სათხა, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.