როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 8 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით, ისევე როგორც სამცხე-ჯავახეთში, ამინდი შეიცვლება, მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექიც.
8 ოქტომბერს ახალციხეში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსს უნდა ველოდოთ. დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომშიც, ტემპერატურა დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები.
დროგამოშვებით ღრუბელი და წვიმაა ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +20 გრადუსამდე გათბება. ღამით კი +8 გრადუსი იქნება. წვიმა და ელჭექი იქნება ადიგენშიც დღისით +17 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ტემპერატურა დაიკლებს, ახალქალაქში დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით +19 გრადუსს, ხოლო ღამით +4 გრადუსს ვარაუდობენ.
5 ოქტომბერს იწვიმებს და ტემპერატურა დაიკლებს რეგიონის კურორტებზეც, აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +17 გრადუსია, ხოლო ღამით +4 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +13 გრადუსია, ხოლო ღამით +3 გრადუსია ნავარაუდევი.