სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს დენი გაეთიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, ჩოლოყაშვილის, გამსახურდიას, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 19:00 საათამდე კი აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნიალა, გავეთი, ყარაბულაღი, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, დიდველის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ვალეში;
14:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.