საქალაქთაშორისო რეისებზე ახალი წესები ამოქმედდება
ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება. მათ შორის, 8 სექტემბერს „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ განუცხადა, ავტობუსებით გადაადგილება არის ევროპული სტანდარტი და მიმართულია, პირველ რიგში, ადამიანების უსაფრთხოებაზე. ავტობუსი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე „მარშრუტკა“.
ავტობუსს ექნება დაყენებული სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობაც, რომელიც 150 კილომეტრის ზემოთ ვერ მიდის, ეს არის უსაფრთხო და კომფორტული როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტობუსები, ბიზნესს ვუთხარით, რომ ავტობუსი უნდა იყოს „ევრო 4“-ის სტანდარტის და მაქსიმუმ 20 წლამდე ასაკის.