ახალციხესა და ბორჯომში დენი გაითიშება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყალთბილა, ვალე, ნაოხრები, სხვილისი და მიმდებარე სოფლებში;
14:20-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, კიმოთი, ტიმოთესუბანი, პატარა მიტარბი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.