სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „ამხანაგობა გზა- 2023" ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პროექტის პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა.