ბათუმი-ახალციხის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როდის აღდგება გზაზე მოძრაობა, ამ ეტაპზე უცნობია.