ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი გარდაიცვალა
62 წლის ასაკში მალხაზ გიქოშვილი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მალხაზ გიქოშვილი 2010-2012 წლებში იყო, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე. პარტიის დატოვების შემდეგ კი იგი, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი და საკრებულოში "მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარე გახდა.
მალხაზ გიქოშვილი წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.