SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
აიკრძალოს უნდა თუ არა ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება
"უამინდობის შემთხვევაში, დადგენილი ვადების გარეშეც უნდა აიკრძალოს ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება“, - ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ განაცხადა.

მისი თქმით, კლიმატური პირობებისა და საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით, ამინდი შესაძლოა, 1-ელ დეკემბრამდე ან 1-ლი მარტის შემდეგაც გაუარესდეს, რა დროსაც, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გზების დეპარტამენტისა და შსს-ს ჩართულობით, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, უსაფრთხოებს მიზნით, მოძრაობა უნდა შეიზღუდოს.

ცნობისთვის, მაღალმთიან რეგიონებში მოსულმა თოვლმა, ზამთრის საბურავების საკითხი უკვე აქტუალური გახადა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეგულაცია მხოლოდ 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში მოქმედებს, ავტომობილებისთვის შესაბამისი საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონა, ჯერ კიდევ სავალდებულო არ არის. შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ავტომობილების გადაადგილება უკვე გართულდა და რამდენიმე რეგიონში ავტომობილებიც დაზიანდა.

„აქ სხვადასხვა უწყებების ჩართულობაა საჭირო. კანონში კი წერია 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდი, მაგრამ მთაგორიანი ქვეყანა ვართ და ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, შესაძლოა, ამინდი სხვა დროსაც გაუარესდეს, მოიყინოს და ა.შ. ამიტომ, კანონში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი და უამინდობის შემთხვევაში, დადგენილი ვადების გარეშეც უნდა აიკრძალოს ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება. იმიტომ, რომ შეიძლება პირობითად, 20 ნოემბერს უკვე მოიყინოს. ამისთვის, წინასწარი გაფრთხილება აუცილებელია, მძღოლებს შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და შემდეგ უკვე ამის აღსრულება მოხდეს.

აქ ვადები არ არის მთავარი, რადგან შეიძლება ქალაქიდან გახვიდე და უცებ ისეთ მთაგორიან ადგილას მოხვდე, სადაც მოყინულია და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ეს საკმაოდ სერიოზული თემაა, იმიტომ, რომ ზაფხულის საბურავებით შეუძლებელია მოჭიდება, რასაც ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია. რაც არ უნდა კარგი მძღოლი იყოს, ასეთ დროს ფაქტობრივად, შეუძლებელია ავტომობილის კონტროლი. მითუმეტეს, რომ ბევრგან ისეთი გზებია, სადაც დამცავი ჯებირიც კი არ არის და გადავარდნის რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, ის რომ, ვადები გაწერილია, გასაგებია (როგორც წესი, ამ პერიოდში ცივა), მაგრამ შეიძლება დაემატოს გარკვეული ჩანაწერიც. აქ სხვა უწყებების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია “
,- ამბობს გელა კვაშილავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლიდან, 1-ლი დეკემბრიდან, 1-ელ მართამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.

იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე. ამასთან, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetpusulabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahisjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortAvrupabethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetHoliganbet girişnakitbahisJojobet 1107kavbetkavbetmatbetjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetvaycasinovaycasino girişmatbet girişbetebetcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibomcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetmeritkingwinxbetwinxbetwinxbetpadişahbetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortbets10starzbet girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmapusulabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygift