საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დაბა ჩოხატაურთან მოხდა, რომლის მაგნიტუდის სიმძლავრეც 4.1 (ML) შეადგენდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 00:27 საათზე დაფიქსირდა.