SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
ახალქალაქის მცხოვრებმა მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრა გაასაჩივრა
სამცხე-ჯავახეთში ჩივიან, რომ „რეალურ პირობებში მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება" სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება. ახალქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ექსპერტიზის შედეგები გაასაჩივრა. ოჯახის წევრების თქმით, მათი საჩივარი დაკმაყოფილდა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხარჯზე ,,ჩაჭრილი" მორიგი მცდელობისთვის მიიწვიეს. თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი გამოცდაზე ჩაჭრას ისევ უსამართლოდ მიიჩნევს.

ორი წელია, რაც მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკულ გამოცდას, საქართველოში დაემატა მესამე ნაწილი - ავტომობილის „რეალურ პირობებში მართვა“ ანუ ქალაქში მოძრაობა. ახალქალაქში ამბობენ, რომ მსურველთა უმეტესობას მესამე ნაწილისთვის 7-8 მცდელობა მაინც ესაჭიროება. ადგილობრივების უმეტესობა ირწმუნება, რომ მსურველთა ,,ჩაჭრა" ფიქტიური მიზეზებით ხდება.

ახალქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი, ქალაქში მოძრაობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 7 მცდელობის მიუხედავად, მაინც ჩაიჭრა. ახალქალაქელ მამაკაცს საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა აცხადებს, რომ  რუსთავის შსს-ს მომსახურების სააგენტოს მთავარ სამმართველოში საჩივარი უკვე შეიტანა.

„ჩემი შვილი უკვე ერთი წელია ცდილობს მართვის მოწმობის აღებას. გამუდმებით იჭრება ერთი და იგივე მიზეზის გამო, თითქოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე არასწორი მანევრირება ჰქონდა. ორჯერ ასე გააკეთეს, ჩვენ გავჩუმდით, მაგრამ მესამედ, როცა ისევ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს მიაღწია, მის წინ გოგონა აბარებდა გამოცდას, იგი მისდევდა მას, მან ჩააბარა, მოწმობა მისცეს და როცა ჩემი შვილი მივიდა ფეხით მოსიარულესთან, ინსტრუქტორმა დააჭირა სამუხრუჭე პედალს, გააჩერა მანქანა და თქვა _ „ვერ ხედავ გოგოს, რატომ არ უშვებ? ჩემი შვილი გამოვიდა, დახედა და იქ გოგო არ იყო“, – ამბობს ჩაჭრრილის დედა.

სააგენტოს ახალციხის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა განცხადების დაწერისგან თავი შეიკავეს, jnews-ის თანამოსაუბრის თქმით, მიმართვიდან ერთი თვის შემდეგ მიიღეს პასუხი, რომ მართლები იყვნენ და კამერების ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, ტროტუარზე გოგონა ნამდვილად არ იყო. მომსახურების სააგენტომ ისინი ახალციხეში საკუთარი ხარჯებით გამოცდაზე მიიწვია.

„ყველა მანქანა გაუშვა, მოხვევის სიგნალი ჩართო, გადაადგილება მოინდომა და ამ დროს მანქანა აჩქარდა და მისკენ დაიძრა. ინსტრუქტორმა პედალს ფეხი დააჭირა. მოგვიბოდიშა, არ მინდოდა, მაგრამ ეს მანქანა რომ დავინახე, პედალს დავაჭირე, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. თქვა, რომ ალბათობა 50/50 იყო, იქნებ მოახერხოს ჩაბარება, მაგრამ თუ რამე მოხდება, დამაბრალებენ, რომ პედალს არ ვაჭერ“, – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი.

ეს იყო გამოცდის ჩაბარების ბოლო მცდელობა, რადგან გამსვლელის წელი იწურებოდა და ახლა მას ხელახლა უნდა დარეგისტრირებულიყო და ჩაეტარებინა თეორიული და პრაქტიკული, კერძოდ ქალაქში მართვის გამოცდები.

„ძალიან რომ გავბრაზდი, გვითხრეს, განცხადება დაწერეთ და კამერებს ახლავე გახსნიან. ჩემი შვილი მეუბნება: მე რაში ვარ დამნაშავე? ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მანქანა მოდის ჩემკენ და ინსტრუქტორი მუხრუჭს ურტყამს, რაზეც ამბობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და შეგიძლიათ სასამართლოში წასვლა“, – ამბობს ის.

Jnews-ის ცნობით, მართვის მოწმობის აღება ახალქალაქელებს ძვირი უჯდებათ. მარტო ახალციხეში ყოველი მგზავრობა 250 ლარი ღირს, პლუს თეორიული და პრაქტიკული გამოცდების შესვლის საფასური. გამოცდის ჩაბარების ასეთი მცდელობათა რაოდენობის გათვალისწინებით, ბევრისთვის მართვის მოწმობის ღირებულება 1000 ლარს და მეტსაც აღწევს.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025betivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسtipobet스마일퀄리티betpasholiganbetsahabetsahabetcasibomCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortMavibethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastselçuksportshacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastmatbet girişmilanobetgobahisultrabetcasibomgobahisBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1178pusulabetpusulabetjojobet girişjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinoholiganbetholiganbetmatbet girişpalacebetcasibomslotbarcasibomjojobetcasibom girişonwinkalebetcasibomcasibom girişbetlikebetlikemeritkingSekabetCasibomBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahisbetpuanbetciomeritkingmeritkingmeritkingkavbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortcasibom girişultrabet 2026jojobetelexbetpulibetStreameastfixbetholiganbettimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomcasibom girişpusulabetpusulabetprizmabetroketbet영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1178jojobetbetturkeyStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfjojobetholiganbet 1178www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetgrandpashabetcasibom güncel girişpusulabetjojobet