სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებას დენი გაეთიშება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელბში მუსხი, ჭაჭარაქი, ხეოთი, წყორძა, ანდრიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჟდანოვი, სამება, ყაურმა, სათხა, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 12:05 საათამდე და 14:25-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.