გზები სამცხე-ჯავახეთში, სადაც ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა აიკრძალება
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ამის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
გთავაზობთ სამცხე-ჯავახეთში იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ჩამონათვალს, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით:
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი);
ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი);
ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი).
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები
ბათუმი (ანგისა)-ახალციხე;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა;
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი;
ახალქალაქის შემოსავლელი;
დაბა ბაკურიანის წრიული.