SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთიდან - დედაქალაქამდე - პროტესტის გამოძახილი რეგიონში
26 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არჩევნების შედეგებს მშვიდობიანი აქციებით აპროტესტებს. ერთი თვეა მოქალაქეები პერიოდულად იკრიბებიან, სტუდენტები ღამეს ქუჩაში ათევენ და როგორც ამბობენ, ასე ცდილობენ მოპარული ხმები დაიბრუნონ. მათ შორის არიან ადამიანები სამცხე-ჯავახეთიდან, თუმცა რეგიონში საპროტესტო მუხტი თითქმის, არასოდესაა.

აქციის მონაწილეებს შორისაა მანუჩარ ჩაჩანიძე, რომელიც პოლიციამ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას დააკავა. იზოლატორი ორდღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და ისევ საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლა. ახალციხელი მანუჩარ ჩაჩანიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრია. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა.

„პოლიციელები მეჯაჯგურებოდნენ, ერთმა თავით ანიშნა, ეს გაიყვანეთო. დავეცი და პოლიცია შემდგა ზედ, წამოდგომა მოვახერხე და ხელი მოვკიდე, რატომ მაკავებთ-მეთქი. ამასობაში ერთმა ხელზე მიკბინა. მანქანაში ჩამსვეს და დიდ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვაგინებდნენ, გვლანძღავდნენ, თითქოს რაღაც ჩავიდინეთ, არადა ჩვენ ხომ ვიცავთ სამშობლოს რუსეთისგან“, - განაცხადა მანუჩარმა იზოლატორის დატოვების შემდეგ. დაკავებულების სასამართლოს სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.
მანუჩარ ჩაჩანიძის დაკავება

ასპინძელი მთვარისა თარხნიშვილი აქციებზე ხშირად დადის, მაგრამ როცა მისი მოსწავლის, მანუჩარ ჩაჩანიძის დაკავების კადრები ნახა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, როგორც თავად ამბობს, გაბრაზებული წავიდა.

„აქციებზე დავდივარ როცა ვახერხებ, მაგრამ მაგ დღეს სპეციალურად, გაბრაზებული წავედი. როცა სიყვარულით სავსე ჩემი მოსწავლე დაიჭირეს, მე, როგორც მისმა მასწავლებელმა, ვალდებულად ჩავთვალე თავი ჩამენაცვლებინა. თუ საჭირო იქნებოდა იზოლატორშიც ჩავანაცვლებდი. საქართველოს სიყვარული თუ დანაშაულია, თანახმა ვარ, მიმიჯინეთ მეც გვერდზე, რადგან მაგ დანაშაულში მეც მიმიძღვის ბრალი, საქართველოს ისტორია მე ვასწავლე. მთელი საქართველო შემოვატარე, ერთად მოვდივართ ამდენი წელი და ქვეყნის სიყვარულიც უნდა გაინაწილო იმასთან ერთად“, - ამბობს მთვარისა. ისტორიკოსსა და გიდს არ უჭრის ხმამაღლა გააპროტესტოს მოვლენები, რომელსაც არ ეთანხმება.

„არჩევნების შემდეგ აქციები რომ დაიწყო, საქართველოში არ ვიყავი, ტური მქონდა პარიზში. როგორც კი ჩამოვედი, პირველი რაც გავაკეთე, აეროპორტიდან წავედი აქციაზე, გაზაფხულზეც დავდიოდი. რატომ არ აქტიურობს სამცხე-ჯავახეთი? ყოველთვის ასე იყო, მე არ მინახავს არც 1989 წელს გამოსულები, არც 2003 წელს, არც 2012 წლის ამბებზე გამოსული ადგილობრივები. ალბათ, ხასიათია ჩვენი ხალხის, მძიმეები ვართ, უფრო ფრთხილები და დინჯები. რისკები ნაკლებად გვიყვარს და ცვლილებებს ადვილად ვერ ვეგუებით. იმას ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ბედი არ გვაინტერესებს“.
მთვარისა თარხნიშვილი აქციაზე

თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილეა არტიომ ქოსიანი. 20 წლის ნინოწმინდელი ახალგაზრდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქიტექტურაზე სწავლობს.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენთან, რეგიონში საპროტესტო მუხტი არ არის, ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის რა ხდება ქვეყანაში. შესაძლოა, მედიის ბრალიცაა, რომ ნაკლებად აშუქებენ რა აქციები მიმდინარეობს. ეს არის ოპოზიციური პარტიების ბრალიც, ნაკლებად მუშაობენ სამცხე-ჯავახეთში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდშიც ვნახეთ, საკმაოდ პასიურები იყვნენ, არ ჰყავთ წარმომადგენლები რეგიონში, ეთნიკურად სომეხი კანდიდატი, ეს იქნებოდა მათთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ ადგილობრივებს და თავიანთი გზავნილები მიაწოდონ. რადგან ოპოზიცია რეგიონის მოსახლეობასთან ნაკლებად თანამშრომლობს, ეს კარგი შესაძლებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ გაავრცელოს თავისი პროპაგანდა, თავისი გზავნილები და დააჯეროს ხალხი ამ ყველაფერში. შესაბამისად, ხალხმა იცის ის, რასაც „ქართული ოცნება“ აწვდის, ამის საპირისპირო ინფორმაცია არ არსებობს ჩვენთან. არ არიან ინფორმირებულები, რატომ შეიძლება გვინდოდეს ევროპა, რატომაა სასარგებლო ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის და თითოეული მათგანისთვის. შესაბამისად, მათთვის ნაკლებად საინტერესოა ეს საკითხი და ნაკლებად აინტერესებთ პროტესტი, ქუჩებში გამოსვლა“, - ამბობს არტიომი.

ნინოწმინდელმა ახალგაზრდამ თავდაპირველად, ე.წ. „რუსული კანონი“ გააპროტესტა. არტიომი გვიყვება, რომ 2024 წლის მარტში, როცა საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელმეორედ დააინიციირა, სტუდენტმა იგრძნო, რომ ამით ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის ევროპული მომავალი.

„გავაცნობიერე, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანა ცვლიდა თავის საგარეო კურსს და გავედი დანარჩენ ადამიანებთან ერთად გასაპროტესტებლად. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებიდან მოყოლებული დღემდე, ახლა უკვე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, ვდგავარ ქუჩაში და საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ერთად ვიბრძვი სამართლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“.
არტიომ ქოსიანი მეგობრებთან ერთად საპროტესტო აქციაზე

იგივე მიზეზით ატარებს შემოდგომის ცივ დღეებს ქუჩაში ჰენრიხ მალხასიანი. არჩევნების შემდეგ, პროტესტის ერთ-ერთი კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, სადაც ჰენრიხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობს.

„ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ძალიან ჩართული ვარ ამ პროცესებში, ჩემი პროფესიაა. არ შემიძლია მიღებული განათლება არ გამოვიყენო ამ ბნელ პერიოდში. ვფიქრობ, აქციაში მონაწილეობისთვის მოტივაცია საჭირო უკვე არ არის იმიტომ, რომ საქმე გვაქვს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხესთან. 2023 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ვბრუნდებით რუსეთის გავლენის ქვეშ, თუმცა იმ დროს კიდევ მქონდა იმედი, რომ ხელისუფლება ქვეყანას დააბრუნებდა ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ვცდებოდი“.

ჰენრიხ მალხასიანი ნინოწმინდის სოფელ განძადან არის, სადაც დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი არაფერი იციან. სტუდენტი ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაზე მთავარი ენის არცოდნა და ნაკლები ინტეგრაციაა.

„ვფიქრობ, ამის უმთავრესი მიზეზი, ინფორმაციის ნაკლებობა ან ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არარსებობაა. მოსახლეობის პასიურობას ხელს უწყობს ინტეგრაციის დაბალი დონე, სტუდენტების შემთხვევაშიც კი. პასიურობა დაკავშირებულია ძალიან ფუნდამენტურ საკითხებთან, როგორიცაა განათლების სისტემა, ანუ გაიზარდა ისეთი თაობა რომელიც არამარტო არ ფლობს სახელმწიფო ენას არამედ წარმოდგენაც არ აქვს რას წარმოადგენს ევროკავშირი ჩვენთვის, რატომ ვართ ევროპის ნაწილი და ა. შ.“

სტუდენტებთან ერთად საპროტესტო აქციაზე მათი მშობლები და უფროსი თაობაც დგას. მათ შორის არიან ახალციხელი მელანო ცეცხლაძე და მისი შვილი თათია აფრიამაშვილი.

„ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ვაპროტესტებთ მოპარულ ხმებს, არ ვემორჩილებით გაყალბებულ არჩევნებს და არ შევეგუებით. თითქმის, ყოველ დღე დავდივარ. სამსახურს რომ ვამთავრებ, პირდაპირ მივდივარ აქციაზე. დარბევის დროსაც მანდ ვიყავი. გუშინ სამსახურში არ გავსულვარ. გავეთავისუფლე და დილიდან აქციაზე ვიყავი. წუხელ მთელი ღამე გავათენე და დღეს დილით პირდაპირ სამსახურში ამოვედი. არა უშავს დაღლა და სიცივე, მთავარია მოვიპოვოთ სამართალი, რომელიც გვეკუთვნის“, - ამბობს მელანო. სტუდენტის დედის თქმით, გარდა იმისა, რომ აქციებზე ყოფნით არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ამით მის შვილს მხარდაჭერას უცხადებს. მელანო გვიყვება, როგორ დაიწყო საპროტესტო აქციებზე სიარული ჯერ კიდევ გაზაფხულზე.

„შვილის აქტიურობამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ მეც მევლო აქციებზე. გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, თათიასთან ერთად სულ დავდივარ. ყოველთვის დავიცავ ჩემი შვილების მომავალს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ შევეგუები, ვიცხოვრებ იქ, სადაც ჩვენი გზაა, ეს არის ევროპა და არა რუსეთი. ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ არის ჩვენი მხარე უფრო აქტიური. ყველა კუთხიდან მოდიან აქციაზე, მესხეთიდან ნაკლებად. არ ვიცი, ვერ ავხსენი რატომაა ასეთი განწყობა“.
მელანო ცეცხლაძე და მისი შვილი, თათია აფრიამაშვილი ღამეს ათევენ

საპროტესტო აქციებზე ხშირად დადის ახალციხელი სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ნათენაძე. ამისთვის უწევს გაიაროს 200 კმ. პროტესტის მონაწილეებს შეუერთდეს, გვიან ღამით უკან დაბრუნდეს და მეორე დღეს სამსახურში წავიდეს.

„ხმა გვაქვს დასაბრუნებელი. ამ არჩევნებმა ბევრ ადამიანში გააჩინა განცდა, რომ ჩვენს ერთ ხმას, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდით, რომ გადამწყვეტია და ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს, ძალა აღარ აქვს. ადამიანების ჯგუფი იმ ციფრებს წერს, რაც თავად სურთ და ვთამაშობთ არჩევნობანას. არ მინდა, რომ გამუდმებით ამ თამაშის მონაწილე ვიყო, მინდა, რომ რამე შევცვალო უკეთესობისკენ და მქონდა ეს მოლოდინი, რომ იქნებოდა ცვლილება. ჩვენ ხომ ყველამ დავინახეთ, პირადად მე დავინახე, რომ ჩემი ხმის ფარულობა დაირღვა. კომისიის წევრებმა დაინახეს, რომ არ ვიყავი მათი მომხრე. ნელ-ნელა ყველა უფლებას ვკარგავთ და ამასობაში ვკარგავთ არჩევანის უფლებას. ოთხი წლის განმავლობაში ველოდები ამ ერთ დღეს, როცა ვგრძნობ, რომ ძალაუფლებაა ჩემს ხელში, მე ვწყვეტ, ვინ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის სათავეში. ეს ფუნქცია შეათვისებინეს ვიღაც კაპიტნებს, იმათმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გვინდა გვყავდეს ოთხი წელი? არანაირად!“, - ამბობს ჯაბა.

აქციაზე მარტო ან თანამოაზრეებთან ერთად მიდის მაშინ, როცა ამის რესურსი აქვს. არ უკვირს ის ფაქტი, რომ სამცხე-ჯავახეთიდან არცთუ ბევრი ადამიანი დგას ათასობით მომიტინგეს შორის. ჯაბა ნათენაძე მიზეზად რეგიონის მოსახლეობაში დაუცველობის და სიმარტოვის განცდას ასახელებს.

„ჩვენს რეგიონში მოქალაქეები ვერ გრძნობენ მხარდაჭერას, რომ თუ დააფიქსირებენ განსხვავებულ აზრს, მათ გვერდით ვინმე დადგება. ფიქრობენ, მე კი ვიტყვი რამეს, მაგრამ ხვალ და ზეგ რომ მომადგებიან სახლში და პასუხს მომთხოვენ, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები თუ პირადი ნაცნობები, რაღაც რომ მოხდეს, ჩემს გვერდით არავინ იქნება. დედაქალაქში რომ ხარ, იქ შენს გვერდით დგას ასიათასობით მომხრე და თანამოაზრე, აქ ხარ მარტო.“
ჯაბა ნათენაძე და მელანო ცეცხლაძე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გამოძახილს რომ თითქმის, არ პოვებს რეგიონში, ამას ყველა ადგილობრივი აღნიშნავს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა მცირედითაც კმაყოფილია და პროტესტს არასოდეს, არც ერთი მმართველობის პერიოდში გამოთქვამს, თუმცა, ადგილობრივების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ბოლო პერიოდში გამოცოცხლდა და ამაში ახალგაზრდების დიდი წვლილია.

მიუხედავად იმისა, რომ აქციების ფონზე ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო, მოქალაქეების პროტესტი არ დასრულებულა. მათი თქმით, აქციებს სხვადასხვა ფორმით იქამდე გააგრძელებენ, სანამ ხელახალი არჩევნების უფლებას არ მოიპოვებენ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 13 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 7 °C
img
თბილისი 12 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.0227
EUR
EUR
1
3.1249
RUB
RUB
100
3.3429
TRY
TRY
1
0.0721
USD
USD
1
2.7503
კალენდარი
«« აპრილი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle live+18 film izleMarsbahis girişbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta libraryspot lambabetbababetbabamarsbahispijamasahabet girişoleybet girişlink vao w88 moi nhatMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantdeneme bonusu veren sitelerkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterpinbahis girişonwin girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスオンラインカジノonwin girişmonobahisSilineceklercasinolevantnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinoscasinolevant girişlk21tiktok downloaderakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetcasibom girişfixbetonwin yeni giriştiktok downloadertubidycasinomegasultanbetbetivo girişbetlike giriştaraftarium24grandpashabetantep escortonwinjojobetbeste casino på nettjustin tvtaraftarium24selçuksportscasibom girişbetpark girişkolaybet girişcratos royal betSakarya escortSakarya escortterea yellowheets sigarahttps://filmozilla.com/soundcloud mp3kolaybet girişfilm izlesportsbet.io girişSilineceklerdeepnude aicute indian girl fucks a whitemantereabody to body massage alanyahalka arz takvimiramadabetcasinoroys girişhttps://12betno1.help/grandpashabetdeneme bonusu veren sitelermersin escortu31Rokubet Giriş바카라사이트토토사이트onwin girişaslı bekiroğlu ifşaşans casinocasino şanssahabetEtabet girişvbet girişsweet bonanza oynameritkingCELMAR sweat porn veren sex casino siteleri russian bitchesgeri döndürme büyüsügeri döndürme büyüsümeritkingtipobetfixbetpin upAbebetjojobetjojobetcasibomartemisbetsahabetxslotcasibomartemisbetfansportikimislideneme bonusu veren sitelerprimebahisjojobet 1019gamdom girişonwinpradabet sahabetbetbinance güncel girişntvsporbet güncel girişbahislife güncel girişbahistek güncel girişvertabet güncel girişpekinbet güncel girişciprobet güncel girişlogobahis güncel girişprimebahisBetturkeyvaycasino girişataşehir korsan taksiStake Türkiyecasibomcasilot güncelcasinoport girişetabet güncelterea sigaravaycasinocasibomcasibom girişmarka1casibom girişjojobet girişcasibom 896 comsahabetsahabetmegabahisbetturkeyCasibomvaycasinoizmir temizlik şirketleripepcasino girişofansifbet girişgrandoperabet girişjackbom girişlagoncasino girişdiesbet girişcasinoroys girişruabet girişmegabahisEsenyurt EscortHerabet girişGrandbetting girişGonebet girişBovbet girişSovabet girişbalinabet girişPortbet girişMorebet girişSlotpin girişbetmatikBahiscomromabetjojobet Giriştürk ifşabonus alcasibom girişkonyaaltı escortdeneme bonusu veren siteler holiganbet1xbet girişBetkanyon1xbetcasino siteleriartemisbettambetbets10holiganbetholiganbet giriştwitter video downloaderbetcupAtaşehir Escortcasibomjojobetjojobet güncel girişcasinolevant1xbet yeni1xbet yeni1winistanbul escortmatbetimajbetbahis siteleri bonus​ , en guvenilir bahis sitelerivaycasinoholiganbetholiganbetasyabahis Girişasyabahisasyabahiscasibom girişRomabetkingbettingroyalbetroyalbetbursa güvenilir gerçek escortgerçek mersin escortadana escort bayan gerçekinstagram ban servicespusulabetcoinbarwinxbetdeneme bonusu veren sitelermilanobetgoldenbahismariobetPusulabetngsbahisbetexperpusulabetasyabahislunabettereaiptviptvtipobettipobet girişngsbahisPusulabetBetgarantiextrabetasyabahismatadorbetmatadorbetngsbahisholiganbetwinxbetholiganbet güncelbetexpertarafbetsahabetcratosslotkingroyaljojobetmarsbahistipobetzbahissahabetsekabetotobetonwinmeritbetmavibetmatbetmarsbahismadridbetkingroyalimajbetholiganbetgrandpashabetbetturkeybetexpersahabetartemisbetbahiscombahsegelbetebetbetkanyoncratosslotdinamobetfixbetkralbetjojobet giriştipobetultrabetimajbetmatbetsekabetsahabetonwinpinbahismarsbahisholiganbetjojobetotobetmeritbetmavibetmadridbetbetturkeyzbahismadridbetbetturkeyzbahisimajbettrendbetholiganbetsekabetsahabetjojobetmarsbahisholiganbetjojobetotobetmeritbetjojobetmadridbetbetturkeyzbahisizmir escorttarafbetcasibombetpipodeneme bonusu veren sitelertarafbetmaxwinmaxwinmaxwin girişmaximcasinomaximcasinokulisbetlimanbetpulibetbetmatikbetmatik girişbetmatik güncelslotdünyasıslot dünyası1234betmaksbetmaks girişbetgarantibetgaranti girişMAVİBETimajbetimajbet girişmavibetmavibet girişMAVİBET GÜNCEL GİRİŞİMAJBET GÜNCEL GİRİŞİMAJBETsahabet girişpusulabetCasibom: casibom858.com'da. omegle live+18 film izleMarsbahis girişbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta libraryspot lambabetbababetbabamarsbahispijamasahabet girişoleybet girişlink vao w88 moi nhatMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterpinbahis girişonwin girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスオンラインカジノonwin girişmonobahisSilineceklercasinolevantnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinoscasinolevant girişlk21tiktok downloaderakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetcasibom girişfixbetonwin yeni giriştiktok downloadertubidycasinomegasultanbetbetivo girişbetlike giriştaraftarium24grandpashabetantep escortonwinjojobetbeste casino på nettjustin tvtaraftarium24selçuksportscasibom girişbetpark girişkolaybet girişcratos royal betSakarya escortSakarya escortterea yellowheets sigarahttps://filmozilla.com/soundcloud mp3kolaybet girişfilm izlesportsbet.io girişSilineceklerdeepnude aicute indian girl fucks a whitemantereabody to body massage alanyahalka arz takvimiramadabetcasinoroys girişhttps://12betno1.help/grandpashabetdeneme bonusu veren sitelermersin escortu31Rokubet Giriş바카라사이트토토사이트onwin girişaslı bekiroğlu ifşaşans casinocasino şanssweet bonanza oynameritkingCELMAR sweat porn veren sex casino siteleri russian bitchesgeri döndürme büyüsügeri döndürme büyüsümeritkingtipobetfixbetpin upAbebetjojobetjojobetcasibomartemisbetsahabetxslotcasibomartemisbetfansportikimislideneme bonusu veren sitelerprimebahisjojobet 1019gamdom girişonwinpradabet sahabetbetbinance güncel girişntvsporbet güncel girişbahislife güncel girişbahistek güncel girişvertabet güncel girişpekinbet güncel girişciprobet güncel girişlogobahis güncel girişprimebahisBetturkeyvaycasino girişataşehir korsan taksiStake Türkiyecasibomcasilot güncelcasinoport girişetabet güncelterea sigaravaycasinocasibomcasibom girişmarka1casibom girişjojobet girişcasibom 896 comsahabetsahabetmegabahisbetturkeyCasibomvaycasinoizmir temizlik şirketleripepcasino girişofansifbet girişgrandoperabet girişjackbom girişlagoncasino girişdiesbet girişcasinoroys girişruabet girişmegabahisEsenyurt EscortHerabet girişGrandbetting girişGonebet girişBovbet girişSovabet girişbalinabet girişPortbet girişMorebet girişSlotpin girişbetmatikBahiscomromabetjojobet Giriştürk ifşabonus alcasibom girişkonyaaltı escortdeneme bonusu veren siteler holiganbet1xbet girişBetkanyon1xbetcasino siteleriartemisbettambetbets10holiganbetholiganbet giriştwitter video downloaderbetcupAtaşehir Escortcasibomjojobetjojobet güncel girişcasinolevant1xbet yeni1xbet yeni1winistanbul escortmatbetimajbetbahis siteleri bonus​ , en guvenilir bahis sitelerivaycasinoholiganbetholiganbetasyabahis Girişasyabahisasyabahiscasibom girişRomabetkingbettingroyalbetroyalbetbursa güvenilir gerçek escortgerçek mersin escortadana escort bayan gerçekinstagram ban servicespusulabetcoinbarwinxbetdeneme bonusu veren sitelermilanobetgoldenbahismariobetPusulabetngsbahisbetexperpusulabetasyabahislunabettereaiptviptvtipobettipobet girişngsbahisPusulabetBetgarantiextrabetasyabahismatadorbetmatadorbetngsbahisholiganbetwinxbetholiganbet güncelbetexpertarafbetsahabetcratosslotkingroyaljojobetmarsbahistipobetzbahissahabetsekabetotobetonwinmeritbetmavibetmatbetmarsbahismadridbetkingroyalimajbetholiganbetgrandpashabetbetturkeybetexpersahabetartemisbetbahiscombahsegelbetebetbetkanyoncratosslotdinamobetfixbetkralbetjojobet giriştipobetultrabetimajbetmatbetsekabetsahabetonwinpinbahismarsbahisholiganbetjojobetotobetmeritbetmavibetmadridbetbetturkeyzbahismadridbetbetturkeyzbahisimajbettrendbetholiganbetsekabetsahabetjojobetmarsbahisholiganbetjojobetotobetmeritbetjojobetmadridbetbetturkeyzbahisizmir escorttarafbetcasibombetpipodeneme bonusu veren sitelertarafbetmaxwinmaxwinmaxwin girişmaximcasinomaximcasinokulisbetlimanbetpulibetbetmatikbetmatik girişbetmatik güncelslotdünyasıslot dünyası1234betmaksbetmaks girişbetgarantibetgaranti girişMAVİBETimajbetimajbet girişmavibetmavibet girişMAVİBET GÜNCEL GİRİŞİMAJBET GÜNCEL GİRİŞİMAJBETsahabet girişpusulabetCasibom: casibom858.com'da. Hacklinkerotik film izleduşakabinhack forum