ინტენსიური თოვის გამო სამცხე-ჯავახეთის გზებზე ისევ შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ისევ შეზღუდვებია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციითვე, მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.