ბორჯომში აბონენტების ნაწილს დენი გაეთიშება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, რობაქიძის, ტაბიძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.