ვალდებული ვართ გავაპროტესტოთ კონსტიტუციის თავზე გადახევა, სამშობლოს რუსულ ჭაობში შეთრევა - აქცია ადიგენში
ევროკავშირთან 2028 წლამდე ურთიერთობის შეწყვეტა გააპროტესტეს ადიგენშიც. აქციის გამართვა სოციალურ ქსელში დააანონსა გოდერძი კუბლაშვილმა. მას შეუერთდა
,,ადიგენელო პატრიოტებო! მიუხედავად, პარტიული კუთვნილებისა, ვალდებული ვართ გავაპროტესტოთ კონსტიტუციის თავზე გადახევა, სამშობლოს რუსულ ჭაობში შეთრევა.
ამიტომ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ დღესვე 20.00 საათზე ადიგენის ცენტრში და დავაფიქსიროთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი" - წერს ადიგენის რაიონის სადროშოს მეთაური საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაში გოდერძი კუბლაშვილი.
ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა, დღეს, 28 ნოემბერს, განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ ჩანიშნა.
ევროპარლამენტარებმა, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პარლამენტი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მისი არადემოკრატიულობის გამო და ითხოვს პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვისა და მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას.