სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო - ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც
პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. პოლიცია ასევე იყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ისმის შეძახილები: „მონებო“. ასევე, დემონსტრანტები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან სპეციალური ეკიპირებით იმყოფება, მათ შორის უკეთია ნიღბები. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ხატები უჭირავს.
ასევე, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს, პარლამენტის შენობის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ფანჯარას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე ჩააქრეს.
ადგილზე საპოლიციო ძალებთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.