"ახალციხე, დაიცავი კონსტიტუცია!" - პროტესტის მეხუთე დღე
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ 18:00 საათზე საპროტესტო აქცია "ახალციხე დაიცავი კონსტიტუცია!" დაიწყება.
უკვე მეხუთე დღეა, ახალციხეში ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პედაგოგები აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას, ასევე თბილისის აქციებზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ხდება ძალის გადამეტება, შედეგად კი ათობით მშვიდობიანი მომიტინგე და ჟურნალისტი დაშავდა.
პროტესტს უერთდებიან საჯარო მოხელეები, თანამდებობები დატოვეს ელჩებმა, ასევე აქციები მიმდინარეობს ქვეყნის ყველა რეგიონში.