ახალციხეში აბონენტებს დენი გაეთიშებათ(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ანდრიაწმინდა, მინაძე, ურაველი, საფარა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში თამარაშვილის, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე;
16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ანი, ჭვინთა, ელიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.