რომელ დასახლებებს შეუწყდება ელექტროენერგია სამცხე-ჯავახეთში(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში დიდიმამიშვილის, კანანელის, თუმანიანის, მანველიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპიანის, შაუმიანის, სპანდარიანის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში გოგაშენი, ოკამი, აფნია, აზმანა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.