არა რუსულ რეჟიმს! - ახალციხეში აქცია გაიმართება
ხვალ, 14 დეკემბერს 16:00 საათზე ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით "არა რუსულ რეჟიმს!" გაიმართება.
როგორც ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
"28 ნოემბრიდან დღემდე, დააკავეს 470-ზე მეტი ადამიანი.
300-ზე მეტი აწამეს/არაადამიანურად მოეპყრნენ.
80-ზე მეტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს.
დაკავებული არ არის არცერთი პოლიციელი.
მე-16 დღეა, უწყვეტი პროტესტია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.
ამ ფონზე, ძალადობრივი რეჟიმი, 14 დეკემბერს პრეზიდენტს ირჩევს.
მოვითხოვთ:
გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე.
დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება: 1). ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და 2). სამართალდამცავი უწყებების (სუს-ი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შსს, პროკურატურა) პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.