საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს - IPM კვლევები
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით IPM კვლევებმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებს ორგანიზაცია სოციალური ქსელით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, აქციებს მხარს მოსახლეობის 65% უჭერს. აღსანიშნავია, რომ 18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს.
ორგანიზაციის განცხადებით, სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.