საზოგადოება
ჩეხეთი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას დააფინანსებს
ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.
ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
"ჩეხეთი გმობს საქართველოში ბოლო დროინდელ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენს ერთგულებას 230 000 ევროს სასწრაფო დაფინანსების სახით ვუმაგრებთ ზურგს", - ნათქვამია განცხადებაში.
გააზიარეთ :