ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 19, 20, 25 და 29 დეკემბერს, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შალვა ახალციხელის და მერაბ კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან რომელიც შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ დადგეს, საღამოები გაიმართება.
ხვალ 20 დეკემბერს კი ნაძვის ხეც და ქალაქის სხვა მორთულობები განათდება, ასევე გაიმართება კონცერტი, რომელში მონაწილეობას ნუცა ბუზალაძე და ესტრადის სხვა შემსრულებლები მიიღებენ.
საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის მიღებისთვის, ესტრადის მომღერლებს ახალციხის მერია ჯამში, 41 000 ლარს გადაუხდის.