საზოგადოება
მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში - შეხვედრები ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობასთან
ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს გააცნოს მოსახლეობას მართმლსაჯულების სისტემის ფუნქცია და ის სერვისები, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ რიგით მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვისა და პრობლემების მოსაგვარებლად.
მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისთვის პროექტს რამდენიმე მიდგომა აქვს არჩეული, რომელთა შორის ერთ-ერთია შეხვედრები მოსახლეობასთან. ნოემბერსა და დეკემბერში უკვე ჩატარდა ოთხი შეხვედრა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, მათ შორის, ფერმერებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრების მონაწილეებმა იურიდიული სერვისების შესახებ ინფორმაციას მიიღეს კვალიფიციური იურისტებისგან.
შეხვედრებზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობა, სოციალური დახმარების პროგრამები, სანოტარო ბიუროებისა და იუსტიციის სახლის სერვისები, არქივი და სხვა. ყურადღება ასევე დაეთმო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. (R)
გააზიარეთ :