ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ დღეს, 20 დეკემბერს, მოსახლეობასთან, მერიის სამსახურებთან და მედიასთან, 2024 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გოჩა ქიმაძის თქმით, მომავალ წელსაც, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება. დაიწყება სოფლების ზაზალო-დერცელი-კიკიბოსთან მისასვლელი გზის მშენებლობა. როგორც გოჩა ქიმაძე განმარტავს, გზის სრული რეაბილიტაცია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ 2025 წელს მხოლოდ 3 კილომეტრი დაიგება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ადიგენის მერმა უდეში, მეწყრით დაზარალებულ ოჯახებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გეოლოგების დასკვნის საფუძველზე მოხდება დაზიანებული სახლების გამაგრება.
რაც შეეხება დაზარალებული ოჯახების კომპენსაციას, მისივე თქმით, არამხოლოდ უდეში, მუნიციპალიტეტში არის 50 ოჯახი, რომელიც განსახლებას ექვემდებარება. ამიტომ ის ოჯახები, რომლებსაც მეორე საცხოვრებელი ფართი არ უფიქსირდება, კომპენსაციის სახით 50 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ვისაც ალტერნატიული ფართი ექნება, 21 000 ლარს. მათ აღნიშნული თანხები მიმდინარე წლის ბოლომდე დაერიცხებათ.
გოჩა ქიმაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ უკანონო ნაგავსაყრელებზე და განმარტა, რომ პერიოდულად ასეთი ადგილები ნარჩენებისგან სუფთავდება, თუმცა პრობლემა მაინც არის.
დღესვე ადიგენის მერმა თქვა, რომ სურვილი აქვს ახალგაზრდებისათვის ადიგენში "ეშმაკის ბორბალი" დადგას და ისეთი ტერიტორია მოაწყოს, სადაც ისინი დროს გაატარებენ და მუნიციპალიტეტის დატოვების სურვილი არ გაუჩნდებათ.
ადიგენის მერმა დღეს, ჟურნალისტების კითხვის მიუხედავად კომენტარი არ გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე.
"პოლიტიკურ საკითხებს არ შევეხები, დღეს ამაზე არ ვისაუბრებ, სხვა დროს როცა გინდათ მოდით და ვისაუბროთ, ახლა მეჩქარება,"- გვითხრა გოჩა ქიმაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.