ახალციხესა და ადიგენში შუქი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, ზაზალო, არალი და მიმდებარე სოფლებში; ამავე პერიოდში შუქი გაითიშება ვალეშიც.
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ასპინძის, თამარაშვილის, პეტრიწის, სააკაძის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.