სად გაითიშება დენი სამცხე-ჯავახეთში (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა, ოღა, ინდუსა და მიმდებარე სოფლებში;
14:15-დან 18:15 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში რუსთაველის, თამარ მეფის, ცხრაწყაროს, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.