ურავლის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
დღეს, 26 დეკემბერს ურავლის ხეობაში, ცენტრალურ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
ამ დროისათვის ტერიტორიაზე უკვე მუშაობს მუნიციპალიტეტის მძიმე ტექნიკა და გზის სავალი ნაწილი იწმინდება. ასევე, მძიმკე ტექნიკამ, გზის ნაპირზე, ის ნაწილი მოშალა და ტერიტორიიდან გაიტანა, რომელიც საშიშროებას ქმნიდა და შესაძლოა გზაზე ისევ, ჩამოყრილიყო.
ახალციხესა და ურავლის ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კლდის ნაწილი იშლება და გზაზე შეფერხებას ქმნის.
ამასთან დაკავშირებით, tv9news.ge -ს არაერთი მასალა აქვს მომზადებული, თუმცა პრობლემად კვლავ რჩება.