სამცხე-ჯავახეთში აბონენტების ნაწილს დენი გაეთიშება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, კიროვაკანი, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონში აბასთუმანში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში თაბუკაშვილის, მესხეთის, ორბელიანის, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.