ახალციხეში მცხოვრებ 55 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალციხეში მცხოვრებ 55 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება, მის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თაკო თუმანიშვილი წერს.
მისი თქმით, მარტო ხელა ქალი უსახლკაროა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახლი დაკარგა და ახლა ბარაკში ცხოვრობს, სადაც არც გათბობა აქვს და არც საკვები. ქალმა რამდენჯერმე გადაიტანა ინსულტი, რის შედეგადაც ვერ დადის.
"სახლში არ აქვს გათბობა, საკვები, საჭირო მედიკამენტები. აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და მისთვის საკვებიც "უფასო სასადილოდან" მიაქვთ, რომელიც დღეში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ თუ ეყოფა. რასაც ვარკვევ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით სავარაუდოდ მალე შევძლებთ რომ შინ მოვლის სერვისით ისარგებლოს, მაგრამ მანამდე გვჭირდება მედიკამენტები, პროდუქტი, ეტლი რომ გადაადგილება შეძლოს, გამათბობელი და ა.შ....
რესურსით ვაპირებ ხვალ მივუტანო პირველადი საჭიროების პროდუქტები, თუ ვინმეს დახმარების სურვილი გექნებათ ვწერ ჩემს ანგარიშის ნომერს:
ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია
საქართველოს ბანკი:
GE55BG0000000161889425
მიმღები: თამარი თუმანიშვილი"- წერს სოციალურ ქსელში თაკო თუმანიშვილი.