"სრიალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის" - აქცია ბაკურიანში
დღეს, 7 იანვარს 15:00 ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე აქცია "სრიალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის" გაიმართება.
ამის შესახებ "დაიტოვეს" ჯგუფში თეონა ჩიხლაძე წერს, რომელიც მოუწოდებს მსურველებს აქციას შეუერთდნენ. აქციით, ისინი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერების თაობაზე გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას უკვე 40 დღეზე მეტია აპროტესტებენ თბილისსა და რეგიონებში. საპროტესტო აქციები გაიმართა სამცხე-ჯავახეთშიც. პროტესტს შეუერთდნენ საჯარო მოხელეები და არაერთი სფეროს წარმომადგენლები.