საზოგადოება
ბაკურიანში დიდველზე აქცია გაიმართა
დღეს, 7 იანვარს 15:00 საათზე ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე აქცია "სრიალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის" გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა სათხილამურო ტრასაზე საქართველოს და ევროპის დროშები გაშალეს და ქვეყნის მთავრობის მიერ არჩეული კურსი ასე გააპროტესტეს. დღეს მათი მოთხოვნები იყო უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა იყო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას უკვე 40 დღეზე მეტია აპროტესტებენ თბილისსა და რეგიონებში. საპროტესტო აქციები გაიმართა სამცხე-ჯავახეთშიც. პროტესტს შეუერთდნენ საჯარო მოხელეები და არაერთი სფეროს წარმომადგენლები.
გააზიარეთ :