საზოგადოება
ადიგენში ორი სოფელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება
ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ მაღალმთიან სოფელს კიკიბოსა და დერცელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, მიზეზი ისაა, რომ დიდთოვლობის გამო , "ენერგო - პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები სოფლებში მისვლასა და სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებენ.
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში, აცხადებენ ამ სოფლებში, მძიმე ტექნიკა გზების გაწმენდას მალე დაიწყებს. ამ დოისათვის დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია კიკიბო და ამხერი.
უხვი ნალექის გამო, დაბა ადიგენისა და სოფლების 900-მდე აბონენტს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდებოდა, თუმცა ამ დროისათვის კიკიბოსა და დერცელის გარდა, ყველგან ელექტროენერგია აღდგენილია.
რაც შეეხება გზებს, როგორ მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, სოფლებში მისასვლელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ღამიდან დაიწყო, თუმცა ინტენსიური თოვის გამო, სრულად ვერ მოხერხდა.
გააზიარეთ :