საზოგადოება
გურიაში, ახალციხიდან მოხალისეების კიდევ ერთი ჯგუფი წავიდა
გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხიდან დღეს, 28 თებერვალს დილით მოხალისეების კიდევ ერთი ჯგუფი წავიდა.
როგორც თავად ამბობენ, ჩავლენ გურიის მაღალმთიან სოფლებში და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვებს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო ნივთებს მიაწვდიან.
სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ზონაში რამდენიმე ჯგუფი ბორჯომიდან, ბაკურიანიდა და ახალციხიდან უკვე გაემგზავრა. ისინი არაერთ მაღალმთიან სოფლში იმყოფებოდნენ და პროდუქტი დაარიგეს, ასევე ადგილობრივებს ეხმარებიან საცხოვრებელი სახლების თოვლისგან გაწმენდაში.
გააზიარეთ :