ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა - ახალციხეში უწყვეტი აქციის 50-ე დღეა
,,ეს ქვეყანა შენია! გაიზიარე პასუხისმგებლობა", ,,სადაც არ არის სამართლიანობა, იქ ვერასდროს იქნება მშვიდობა!" - ახალციხეში უწყვეტი აქციების 50-ე დღეა. დღეს, 5 მარტს, შოთა რუსთაველის ძეგლთან ახალციხელები კვლავ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს ათამდე ქალაქსა და თბილისში.