სამცხე-ჯავახეთში გზებზე შეზღუდვები დაწესდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.