საზოგადოება
ლოკოკინების კვებითი სარგებელი და კულინარიული რეცეპტები - როგორია თეა ბაღდოშვილის გეგმები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მეწარმემ, თეა ბაღდოშვილმა ინოვაციური საკვები ლოკოკინების მეურნეობის ინიციატივით ადგილობრივი კვების ბაზარი შეცვალა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქეა კავკასია ავრცელებს.
2022 წლის ბოლოს თეამ ადგილობრივად მოყვანილი Helix Aspersa Muller-ის ლოკოკინების პოპულარიზაცია მოკრძალებული Facebook-განცხადებით დაიწყო. მინიმალური რეკლამის მიუხედავად, მოთხოვნა მის ლოკოკინებზე სწრაფად გაჩნდა:
,,ამგვარ გამოხმაურებას არ ველოდი. ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ მაღაზიებსა და რესტორნებში გაიყიდა, ასევე მომხმარებელთა არაერთი ინდივიდუალური შეკვეთაც შევასრულეთ" - ამბობს თეა.
მას ხარისხსა და მდგრადობაზე ორიენტირებულობა კონკურენტებისგან გამოარჩევდა, რომლებიც გარეული ლოკოკინების მოძიებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. საგრანტო თანხების სტრატეგიული ინვესტირებით, თეამ ლოკოკინების მეურნეობა მზის პანელებით აღჭურვა, ტერიტორიაზე ეფექტური სარწყავი სისტემები დაამონტაჟა და ლოკოკინებისთვის გამძლე თავშესაფრები დაამზადა. ამ გაუმჯობესებებმა არა მხოლოდ გაზარდა წარმოება, არამედ მეურნეობის გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება შეამცირა.
,,განახლებად ენერგიაზე გადასვლა და სარწყავი სისტემების ავტომატიზაცია გვიზოგავს დროსა, რესურსებს და ადგილობრივ ეკოსისტემაზე დადებითაც მოქმედებს" - განმარტავს თეა.
2023 წელს თეამ დაახლოებით 5 ათასი კილო ლოკოკინა გაამრავლა, საიდანაც დაახლოებით 2 ათასი კგ ადგილობრივ რესტორნებში და ოჯახებში გაიყიდა. მისმა მომხმარებელმა პროდუქციის ხელმისაწვდომი ფასი და სტაბილური მიწოდება დააფასა, შესაბამისად 2024 წლის გაზაფხულისთვის თეამ 1 ათასი კგ-ს ოდენობის შეკვეთა წინასწარ მიიღო, რამაც მისი ბიზნესის განვითარებასა და სტაბილურობას შეუწყო ხელი.
მასშტაბის გასაფართოებლად 2025 წელს თეას დაგეგმილი აქვს მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების წარმოება, რომლებიც ლოკოკინების კვებით სარგებელს და კულინარიული რეცეპტებს შესთავაზებს მომხმარებელს. მან უკვე დაიწყო ახალი ბაზრების კვლევა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო დონეზე, რითაც მეურნეობას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.
წელს თეას წარმოების გაორმაგება სურს, რაც მას რეგიონში ეკოლოგიურად მეგობრული მეურნეობის ლიდერად აქცევს. მისი ძალისხმევა კი არა მხოლოდ ლოკოკინების მზარდ მოთხოვნას პასუხობს, არამედ ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებასაც უწყობს ხელს.
პროექტი "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს ქეა კავკასია.
გააზიარეთ :