პარლამენტთან დაკავებული სტუდენტები გაათავისუფლეს
თბილისში, პარლამენტთან დაკავებული სეუ-ს სტუდენტები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცნობილი ერთ-ერთი დაკავებულის, ახალციხელი თათია აფრიამაშვილის ფეისბუქ პოსტიდან გახდა ცნობილი.
მან, საკუთარ გვერდზე თაკო გვილიასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უწყვეტ პროტესტს აგრძელებს.
"გელოდებით რუსთაველზე
ცეცხლი ოლიგარქიას!
გრძელდება უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე!"- წერს თათია აფრიამაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სამივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი). დაკავებულთაგან ორი ხელწერილით გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია მაშინ დააკავეს, როდესაც , პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათი დაკავებისას პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.